25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ოპოზიცია მთელ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს... სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია სალომე ზურაბიშვილიც - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტის ინიციატივა - "ერთობის პლატფორმა მომავლისთვის" - ხელის შეშლაზეა ორიენტირებული. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ინტენსიური იყოს, ოპოზიცია კი ცდილობს, ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს.

"ერთიანი ევროპული - კი დაარქვეს, მაგრამ, ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლაზე თუ არის ორიენტირებული ასეთი პლატფორმების გაკეთება, რადგან ყველას კარგად ესმის, დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად ინტენსიური იყოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ოპოზიცია, სამწუხაროდ, მიუხედავად ფართოდ გაშლილი ლოზუნგისა, რომ თითქოს ისინი ევროპელები და ევროინტეგრაციის მომხრეები არიან, მთელ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ, რამენაირად, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს. ამას აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამ სვლას აგრძელებენ ახლაც. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია სალომე ზურაბიშვილიც," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები