25 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
კანადის პოზიცია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ცალსახა და უკრაინელია - ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება - ჯასტინ ტრიუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ კანადის პოზიცია, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, მკაფიო და ურყევია. მისი განცხადებით, კანადა იდგება უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება.

"ორი წლის წინ, პუტინმა აირჩია ომი და შეიჭრა უკრაინაში, სადაც წარმოუდგენელი სისასტიკე მოაწყო. ორი წლის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ კანადის პოზიცია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით მკაფიო და ურყევია.

უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მემკვიდრეობის, მიწისა და იდენტობის დასაცავად. ამასთან ერთად, ისინი იცავენ მსოფლიოს უსაფრთხო მომავალს. უკრაინელები იბრძვიან იმისთვის, რომ შეახსენონ მსოფლიოს, რომ დემოკრატია არის ის ფასეულობა, რომლის დასაცავად სიკვდილი ღირს. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება უკრაინელების მხრიდან, რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის.

კანადის პოზიცია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ცალსახა და უკრაინელია. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება." - აცხადებს ჯასტინ ტრიუდო.

 

დღის ამბები