25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"ვეტინგის" შემოთავაზებული იდეა ძალიან ცუდად გამოიყურება და შეიძლება ამაში არცთუ ისე კარგი მოტივები იყოს ჩადებული - მიხეილ სარჯველაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ, უმრავლესობა არ ემხრობა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ შემოთავაზებულ სისტემაში "კარგი მოტივები არ არის ჩადებული".

"ჩვენ გვაქვს განხორციელებული ის კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ჰქვია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა. რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს გარედან, ანუ პოლიტიკური ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან და მთავრობიდან ჩარევის შესაძლებლობა.

ბუნებრივად იბადება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ინიცირებული იყო ეს "ვეტინგის" იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში - ეს ძალიან ცუდად გამოიყურება და შეიძლება ამაში არცთუ ისე კარგი მოტივები იყოს ჩადებული.“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები