25 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
თეთრ სახლში "რესპუბლიკელი“ უნდა დაბრუნდეს, ჯო ბაიდენი გასაგდებია -  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან არის გასაგდები.

"ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან გასაგდებია. მე მიმუშავია დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში, როგორც ტრამპის პრეზიდენტობის, ასევე, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთი უფრო დაცული მეგულებოდა, როდესაც ტრამპი იყო პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, თეთრ სახლში "რესპუბლიკელი" პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ეს ამერიკას ძალიან სჭირდება, ეს სასწრაფოდ სჭირდება მთელ თავისუფალ სამყაროს, იმიტომ რომ აშშ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი, მოგწონთ ეს თუ არა," - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

 

დღის ამბები