25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
იგეგმებოდა თუ არა თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე - რა ინფორმაცია გავრცელდა მედიაში

სააგენტო kvira.ge წერს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მიღებული ჰქონდა დავლება, ზაფხულის ბოლოს ცესკოს თავმჯდომარე გადაეყენებინა. მათივე ინფორმაციით, განიხილებოდა ორი სცენარი: პირველი - უნდა დაწყებულიყო კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია და გარე აქტორები. მეორე ვერსია კი კალანდარიშვილზე ფიზიკურ თავდასხმას გულისხმობს, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება.

სააგენტოს ვერსიით, თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, ცესკოს ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილის მოადგილე, ხაზარაძის პარტიის წევრი გიორგი სიორიძე ხდებოდა, რითაც ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაიმორჩილებდა. გამოცემა ასევე წერს, რომ სცენარის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ მმართველ გუნდშიც, რაც "ოცნებამ" საკანონმდებლო ცვლილებებით დააზღვია და პირველი მოადგილის თანამდებობა გააუქმა.

ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების სცენარს უარყოფენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და პარტია "ლელოშიც".

ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების ოპოზიციური სცენარი დამაჯერებლად ეჩვენება მმართველ გუნდს. უმრავლესობის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია ამ გეგმას ამზადებდა, რაც არჩევნების ჩატარების ბერკეტის მოპოვებაზე, ცესკოს მონაცემების გაყალბებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაზე გადიოდა.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტმა 20 თებერვალს მიიღო და რომელზეც პრეზიდენტმა ვეტო დააანონსა, ცესკოს პირველი მოადგილის პოსტი უქმდება.

დღის ამბები