25 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
ორი ზესახელმწიფო და პრიორიტეტი - როგორ უნდა გაღრმავდეს პოლიტიკურ - ეკონომიკური პარტნიორობა აშშ-სა და ჩინეთთან

სტრატეგიული ურთიერთობების განმსაზღვრელ ფაქტორებში, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილზე და ამერიკის შესუსტებულ ინტერესზე საუბრობს. ჩინეთთან არსებული აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, პრემიერი ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია აშშ-სა და საქართველოს შორის არ შემდგარა უმაღლესი დონის ვიზიტები და კარგი ვითარება არც ეკონომიკურ თანამშრომლობაშია.
.
სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმად აღიქვეს ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციაში. ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით აქ ერთ პოზიციაზე არიან. ამბობენ, რომ ჩინეთსა და ამერიკას შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დაისვას და ამერიკის შეერთებული შტატები უმთავრეს პარტნიორად უნდა დარჩეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობის გაუარესებით დასრულდება.

მმართველ გუნდში სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობენ. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობით უნდა გამყარდეს.

საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია - აცხადებს პრემიერ-მინისტრი და განმარტავს, რომ საქართველოს მხრიდან ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება ხელისუფლების მაქსიმალური სურვილია.

ორ ქვეყანას შორის ინტენსიური სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს დღეს ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ რობინ დანიგანი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო. შეხვედრის შემდეგ საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ელჩს პრემიერთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე ამერიკის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

გუშინ უმასპინძლა პრემიერმა ჩინეთის ელცს. ჭოუ ციენთან შეხვედრისას საუბარი ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებს შეეხო, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა.

დღის ამბები