25 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

„დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ, 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ, გაეცნოთ საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები