25 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
როგორ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ ჩინეთისა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა? შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია დაფიქსირებულია პარლამენტში - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთ სიბრტყეზე დაყენება არ შეიძლება.

მისივე განმარტებით, აშშ-თან გვაკავშირებს სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია, რომელიც პარლამენტში დაფიქსირებული, განსხვავებით ჩინეთთან არსებული დეკლარაციისა.

"პრემიერი კობახიძე სამთავრობო პროგრამაში შეერთებულ შტატებს N1 სტრატეგიულ პარტნიორად წერდა და მეორე რიგითობით იყო ჩინეთი, მაგრამ ის თავდასხმა, რომელიც ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, არის გაგრძელება "ქართული ოცნების" იერიშისა მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ. თუ ავიღებთ ერთ მხარეს ჩინეთს და მეორე მხარეს - შეერთებულ შტატებს, ჩვენ ამერიკასთან 2008 წლიდან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია, რომელიც დაფიქსირებულია პარლამენტში, განსხვავებით ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციისა. როგორ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ ჩინეთისა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა?!"-აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეფასებები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან.

დღის ამბები