25 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
1000 ლარიანი პენსიის დაპირებამ "ლელოში" რღვევის პროცესი გამოიწვია - "კურიერის" ინფორმაციას დაპირისპირებისა და პარტიის დატოვების შესახებ, არ უარყოფს თამაზ დათუნაშვილი

1000 ლარიანი პენსიის დაპირებამ "ლელოში" რღვევის პროცესი გამოიწვია. "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" რიგები თამაზ დათუნაშვილმა დატოვა.

"კურიერის" ინფორმაციას, "ლელოში" პარტიულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თაზო დათუნაშვილი არ უარყოფს. განხეთქილების მიზეზი, როგორც "რუსთავი 2"-ისთვის გახდა ცნობილი, 1000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით ხაზარაძის გუნდის მიერ გაკეთებული დაპირებაა, რომელსაც დათუნაშვილი პოპულისტურად მიიჩნევდა.

საპირისპირო აზრი მიუღებელი და კონფლიქტის წინაპირობა გახდა პარტიის დამფუძნებლისთვის, რასაც "ლელოდან" დათუნაშვილის წასვლა მოყვა. დღეს პოლიტიკოსს დეტალებზე საუბარი აღარ სურს.

მოხდა თუ არა კონფლიქტი დათუნაშვილსა და ხაზარაძეს შორის - ამ კითხვაზე პასუხისგან დღეს თავის არიდება "ლელოს" თითქმის ყველა წევრმა სცადა.

პარტიაში ირწმუნებიან, რომ დათუნაშვილი კვლავ მათი თანაგუნდელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, არ უარყოფენ, რომ ის წინასაარჩევნოდ აქტიური პოლიტიკური საქმიანობით აღარაა დაკავებული.

"ლელოში" გაუგებრობა არ უკვირთ მმართველი გუნდის ლიდერებს. ამბობენ, რომ პარტიის დამფუძნებელი "ნაციონალური მოძრაობის" იდეური განაყოფია, შესაბამისად, მისი მართვის სტილიც ავტოკრატიულია. "ქართულ ოცნებაში" ყოფილი ბანკირების წინასაარჩევნო კამპანიას რევანშისტულსა და პოპულისტურს უწოდებენ.

"ლელოს" საარჩევნო კამპანიაში პოპულიზმისა და ამომრჩევლის მიზანმიმართული მოტყუების მცდელობას ხედავენ კოლეგა ოპოზიციურ პარტიებშიც. "გირჩის" აზრით, პენსიებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირება ლოგიკურია, რადგან ხაზარაძის პარტია საკუთარი ქმედებით საერთო ოპოზიციურ ფლანგს აზიანებს.

"ლელოს" არარეალისტურ დაპირებებზე მეტად თავად დამფუძნებელი აზიანებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება. კანონმდებლები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ფონზე "ლელოში" პარტიული სტრუქტურის რღვევა გაგრძელდეს.

 

დღის ამბები