ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მცველს, დანი ალვეშს ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვეტერანი ფეხბურთელი ბარსელონას ღამის კლუბში 23 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ბრაზილიელი სხვადასხვა დროს სევილიას, ბარსელონას, იუვენტუსის და პარიზ სენ ჟერმენის ღირსებას იცავდა. მას ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატი, ასევე 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი აქვს მოგებული. ბრაზილიის ნაკრებთან მან ორჯერ ამერიკის და კონფედერაციის თასების გათამაშებებში გაიმარჯვა.