25 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შეხვედრაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და დელეგაციის წევრები გივი მიქანაძე, თინათინ ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ.

ასამბლეის მხრიდან შეხვედრას ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ბიუროს წევრები და ალიანსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესი და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესის მხარდაჭერა. ასევე საქართველოს ფასდაუდებელი წვლილი ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ნატო-სა და მოკავშირეების უმაღლეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციისა და ალიანსში ინტეგრაციის საკითხების პრიორიტეტულობის შენარჩუნების, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში მოკავშირეების მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.

საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭო, საქართველოს პარლამენტსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია და აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ყოველწიურად იმართება.

დღის ამბები