25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ვერ იქნება არჩევნები კონკურენტუნარიანი და თანაბარი, თუ მთავარი ოპოზიციური ლიდერი პოლიტიკურ პატიმრობაში იქნება - ლევან ბეჟაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თემაზე ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროკავშირის უმაღლეს პირებს მორიგი წერილით მიმართავს - ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის დატოვების და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის, ნაწილი კი ამ მოსაზრებას იზიარებს.

პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.

"არსებულ ვითარებაში ისტორიული უსამართლობაც არის და საარჩევნო პერიოდში, ბუნებრივია ვერ იქნება არჩევნები კონკურენტუნარიანი და თანაბარი, თუ მთავარი ოპოზიციური ლიდერი პოლიტიკურ პატიმრობაში იქნება", - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები