საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი მოახლოებული შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელით ვარჯიშობს.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორ ამხანაგურ მატჩს ნაკრები 25 და 28 თებერვალს გამართავს. მატჩები მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.
ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.