25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ზუგდიდში პარტიის წევრები "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან

ზუგდიდში, "ნაციონალურ მოძრაობას" აქტივის წევრების ნაწილი, მხარდამჭერები, კოორდინატორები, ზონების უფროსები ტოვებენ და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება პარტიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ფაქტს წინ უძღოდა "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს 14 წევრის გასვლა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა დეპუტატებმა, რომლებიც ასევე ნიკა მელიას გუნდელები გახდნენ, საკრებულოს ფრაქციიდან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი კოლეგა - დარიკო არქანია გარიცხეს. მიზეზად გუნდთან შეუთანხმებელი ქმედებები სახელდება, თავად არქანია, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები