25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
იცით აეროპორტი, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ - ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ! - შალვა პაპუაშვილი

იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, ითხოვდა ისეთ ქმედებებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვის რისკს შეუქმნიდა.

პაპუაშვილის თქმით, ხალხისა და ქვეყნის გაწირვის უფლება არავის აქვს.

"როდესაც აქ განიხილება ხოლმე გაბედულობისა და არგაბედულობის, გარისკვა - არგარისკვისა და თავგანწირვის კონტექსტში საკითხი - თავგანწირვა არის ინდივიდუალური აქტი, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ იყოთ თავგანწირული - იყო ჩვენი კოლეგა, რომელმაც თქვა, რომ უნდა წავიდე ომშიო. თავგანწირვა პირადად თქვენი სახელით, კი ბატონო - ქვეყნისა და ხალხის თავგანწირვის უფლება არავის არ გვაქვს. არავის არ გვაქვს უფლება, რომ ხალხის სახელით ვიყოთ თავგანწირული. ამიტომ, ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ ჩაგვრთავდა ჩვენ და გააჩენდა რისკს ცხელ ომში ჩართულობისა და ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისა, იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ!" - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები