დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. განახლებულ ბიბლიოთეკა დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.
ფილიალში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და წიგნების ფონდი. სივრცეში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის განხორციელება. აქვეა საერთო სამუშაო კუთხეები, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერებით. ასევე, მოეწყო ცალკე სივრცე პატარა მკითხველებისთვის.