25 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
"ამ 7 პარტიას არ განვიხილავთ 7 პარტიად, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, სინამდვილეში, თუ დროზე არ დაჯგუფდნენ, რომ მართლა გადალახონ ბარიერი, ეს უკიდურესი სიბრიყვე იქნება - ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციაზე

პარტია "გირჩი" "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებად 7 ოპოზციურ პარტიას ასახელებს. ვახტანგ მეგრელიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს, თუ ვინ არიან ეს პარტიები და მათ ურჩევს, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ხმები არ დაკარგონ. 

"თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე მივიღოთ შედეგი, შედეგის მიღება ნიშნავს, რომ ოპოზიციური ფლანგი საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარმოდგენილი იყოს ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმები დაიკარგოს. დღევანდელი მდგომარეობით არის ტრადიციული "ნაციონალური მოძრაობა." შემდეგი არის მისგან წასული ნიკა მელია, რომელიც რაღაც პარტიას აკეთებს. ასევე, ნიკა გვარამია, ასევე, "ევროპული საქართველო", "ლელო" და შალვა ნათელაშვილი. ჩვენი პრინციპი ამ დაჯგუფების არის, რომ თითოეული ეს პარტია აბსოლუტურად გამორიცხავს "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას.

ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც გვაქვს იდეა და ამ იდეას ვთავაზობთ ორივე მხარეს. ჩვენ ამ 7 პარტიას არ განვიხილავთ 7 პარტიად, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი. სინამდვილეში, ახლა ესენი თუ დროზე არ დაჯგუფდნენ ისეთი კონფიგურაციით, რომელიც ამ ხალხს მისცემს შესაძლებლობას, მართლა გადალახონ ბარიერი და პარლამენტში იყონ, ეს ან გამოდის რომ უკიდურესი სიბრიყვეა, ან "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს შეგნებულად -მე არცერთს არ გამოვრიცხავ. ჩვენ გვგონია, რომ იმ ძალისხმევით, რასაც ვეწევით რაღაც წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ოპოზიციის კონფიგურაცია ოპტიმალური გამოვიდეს. ამას ვაკეთებთ შემდეგი მიზეზის გამო, თუ ეს წინასაარჩევნო პერიოდი ნორმალურად გავატარეთ და მივედით არჩევნებამდე. ჩვენი პარტიის ინტერესებშია, ის იდეალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ სალაპარაკოდ დავჭირდეთ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ სხვა მოთამაშე რეალური პოლიტიკურ ველზე ფიზიკურად არ არსებობს,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები