25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დანიაშია - როგორი შემადგენლობით დაუპირისპირდება ნაკრები მოწინააღმდეგეს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დანიის ქალაქ ნესტვედეში ჩავიდა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი "ევრობასკეტ 2025-ის" საკვალიფიკაციო მატჩს სწორედ დანიასთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართება.

საქართველო დანიას შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირდება. გუნდს დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი ტრავმის გამო აკლიათ. გუნდთან ერთად არის, ახალი ნატურალიზებული ამერიკელი -ჯო ტომასონი.

საქართველოს ნაკრები ადგილობრივ არენაზე პირველ ვარჯიშს დღეს გამართავს. დანიასთან და სერბეთთან შეხვედრები, საქართველოს ნაკრების წევრის და ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენის, გიორგი ცინცაძისთვის უკანასკნელია.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები