25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ამ განცხადების უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლება, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების პირდაპირი აღიარება - არჩილ თალაკვაძე თემურ ჯანაშიას განცხადებაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას არჩილ თაკვაძე ეხმიანება.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია რეალურად არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და წინასაარჩევნო პერიოდი მათთვის  წინა-რევოლუციური პერიოდია:

 "ამ განცხადების უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება, ეს პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, პირდაპირ არღვევს იმ ინტერესებს, რომელიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც მშვიდობიანი და სტაბილური ხვალინდელი დღე სჭირდება და ვისაც უნდა რომ გადაწყვეტილებები მიიღოს არჩევნების გზით და არა არეულობით და დესტაბილიზაციით. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების პირდაპირი აღიარება, რომ რადიკალური ოპოზიცია რეალურად არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და რომ წინასაარჩევნო პერიოდი არის არა საზოგადოებასთან შეხვედრების დროს, არამედ წინა-რევოლუციური პერიოდი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები