25 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
პრემიერ - მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში - ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობის გაძლიერებაზე გზავნილი NATO-ს გენერალური მდივნისგან მოისმინა

გზავნილი თანამშრომლობის გაძლიერებაზე პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს უკვე NATO-ს გენერალური მდივნისგან მოისმინა. იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, ქვეყანას კი კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პირისპირ შეხვედრამდე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ალიანსის გენმდივანმა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ ფონზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. თქვა, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

თანამშრომლობა რომ ორმხრივია, ამაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც გზავნილი თანამშრომლობის გაძლიერებაზე პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს უკვე NATO-ს გენერალური მდივნისგან მოისმინა. იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, ქვეყანას კი კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პირისპირ შეხვედრამდე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ალიანსის გენმდივანმა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ ფონზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. თქვა, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

თანამშრომლობა რომ ორმხრივია, ამაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც NATO-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა. თქვა, რომ შიდა და გარე გამოწვევების ფონზე, ალიანსთან ინტეგრირებაზე მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია და ამას ბრიუსელში მისი პირველი ვიზიტიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია დღეს, როდესაც ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, საქართველოს ტერიტორიები კი რუსეთის მიერ ოკუპირებული.

სტოლტენბერგთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

NATO-მდე კი იყო შეხვედრები ევროკავშირში, უმაღლეს პირებთან. პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსაც შეხვდა. რობერტა მეცოლამ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერისთვის საპასუხო მადლობაც მიიღო. საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის გაძლიერება, უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაციის პრობლემა - შეხვედრაზე მხარეებმა ყველა საკითხზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევიც მიიღო, როდესაც კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ იანეზ ლენარჩიჩს შეხვდა. ევროკომისარმა ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაადასტურა.

საკმაოდ დატვირთული იყო ირაკლი კობახიძის ვიზიტის პირველი დღეც - ჰქონდა შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან. გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად. მანამდე კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ სტატუსით პირველად დაესწრო ასოცირების საბჭოს სხდომას. დადებითი შეფასებები საქართველომ სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში დღეს უკვე დოკუმენტურად მიიღო.

ევროკავშირი აღიარებს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, ხაზს უსვამს ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. პოზიტიურად აფასებს საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. მიესალმება ევროკავშირის მზაობას, შევიდეს ცვლილებები ასოცირების შეთანხმებაში შესაბამისი კანონმდებლობის დამატების მიზნით. ასოცირების საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირი დადებითად აფასებს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას. ასოცირების საბჭო აღნიშნავს საქართველოს მხრიდან პანდემიის პერიოდში ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდასაც. აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინაში, რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკი საქართველომ წარმატებით გადალახა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად.


ნატოს-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა. თქვა, რომ შიდა და გარე გამოწვევების ფონზე ალიანსთან ინტეგრირებაზე მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია და ამას ბრიუსელში მისი პირველი ვიზიტიც ადასტურებს.. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია დღეს, როდესაც ევროპის უსაფრთხოება საფრთის ქვეშაა, საქართველოს ტერიტორიები კი რუსეთის მიერ ოკუპირებული.

სტოლტენბერგთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

ნატომდე კი იყო შეხვედრები ევროკავშირში, უმაღლეს პირებთან. პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსაც შეხვდა. რობერტა მეცოლამ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერისთვის საპასუხო მადლობაც მიიღო. საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის გაძლიერება, უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაციის პრობლემა - შეხვედრაზე მხარეებმა ყველა საკითხზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევიც მიიღო, როდესაც
კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ იანეზ ლენარჩიჩს შეხვდა. ევროკომისარმა ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაადასტურა.

საკმაოდ დატვირთული იყო ირაკლი კობახიძის ვიზიტის პირველი დღეც - ჰქონდა შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან. გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად. მანამდე კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ სტატუსით პირველად დაესწრო ასოცირების საბჭოს სხდომას. დადებითი შეფასებები საქართველომ სხდომის შემდეგ გამოქვენებულ ერთობლივ განცხადებაში დღეს უკვე დოკუმენტურად მიიღო.

ევროკავშირი აღიარებს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, ხაზს უსვამს ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. პოზიტიურად აფასებს საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. მიესალმება ევროკავშირის მზაობას, შევიდეს ცვლილებები ასოცირების შეთანხმებაში შესაბამისი კანონმდებლობის დამატების მიზნით. ასოცირების საბჭოს დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და , ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირი დადებითად აფასებს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას. ასოცირების საბჭო აღნიშნავს საქართველოს მხრიდან პანდემიის პერიოდში ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდასაც. აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინაში, რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკი საქართველომ წარმატებით გადალახა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად.

 

დღის ამბები