25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
თუ 2030 წელს ევროკავშირი მზად იქნება, რომ მიიღოს საქართველო, ჩვენი მხრიდან ამაყად და თავისუფლად ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე მზად და უფრო კარგ სიტუაციაში, უფრო მყარად გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა - მამუკ

 

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 2030 წელს ევროკავშირი მზად იქნება, რომ მიიღოს საქართველო და ეს საქართველოზეც არის დამოკიდებული, ჩვენ ჩვენი მხრიდან ამაყად და თავისუფლად ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე მზად და უფრო კარგ სიტუაციაში, უფრო მყარად გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა. თუკი რომელიმე ქვეყანას აქედან გამომდინარე რაიმე გარანტია შეიძლება ჰქონდეს და თუ უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მეორე მხრიდან, საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო სწორ გზაზეა და პერსპექტივა ევროპის ოჯახის სრულფასოვანი  წევრობის ძალიან რეალისტურია.

"იმდენად პოზიტიური იყო  ჩვენი ქვეყნისათვის  გუშინდელი შეხვედრა, რომ ოპოზიციონერი რადიკალები, ანუ „ნაცები“ იძახდნენ, რომ პირველი ვიზიტი იყო კობახიძის და ამიტომ არ იყო კრიტიკაო. არც პირველს და არც მეორეს თუკი საკრიტიკოა არავინ ერიდება, ეს არ არის სერიოზული საუბარი. რეალურად იყო უძლიერესი და ძალიან პოზიტიური მესიჯები საქართველოს ევრო პერსპექტივასთან დაკავშირებით. საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რასაც წინ უძღოდა ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება და რომ არა ამ გზაზე სწორი ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული საქართველო კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებდა.  შესაბამისად, რადგან ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რადგან ჩვენ გვიდასტურებენ, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები უმაღლესი რანგის შეხვედრებზე და ეს მოხდა გუშინაც, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე, ჩვენი პერსპექტივაც ევროპის ოჯახის სრულფასოვანი  წევრობის არის ძალიან რეალისტური და ძალიან მალე.  მაგრამ, ჩვენ ასევე უსამართლო გადაწყვეტილებებიც ვნახეთ, ცალსახად და გადაჭრით არაფრის საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ და პრემიერ მინისტრმაც განაცხადა გუშინ და ამ განცხადებაში მყარად ვუჭერთ მხარს მას, რომ  საქართველო ყველაზე უფრო იქნება მზად გაწევრიანებისათვის ევროკავშირში. შესაბამისად ჯერი მათზე იქნება და ვფიქრობ, რომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები