25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის, ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება - მამუკა მდინარაძე

ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ქვეცნობიერი თავისას შვრება, ახალი ტერმინი შემოიტანა სააკაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს, გამოშვებით, უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო რევოლუციურ პროცესებში. ამას შეფასება სჭირდება? წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები არის ის, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მათი მიზანი. ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ მიზანი ესაა. მათ იციან, რომ არჩევნების დღეს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემები ვერ შეიქმნება, ამიტომ იქნებ წინასაარჩევნო პერიოდში შექმნან აღქმა, რომ ასეთი პრობლემები იქმნება. წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი აწიონ. ამ ადამიანმა პრაქტიკულად წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა. ოღონდ ეს იყო წამოცდენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიეხმარა წამყვანიც, რომ ეს არ წამოსცდენოდა, ამან მაინც არ უშველა. ქვეცნობიერი არის ძალიან ძლიერი რამ, რაც ხშირად გაიძულებს, რაღაც სიმართლე, რაც შენს თავში ტრიალებს და რისთვისაც ემზადები, გათქმევინოს. ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

თეიმურაზ ჯანაშიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.

დღის ამბები