25 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და საქართველოში ჩამოსული გრძელვადიანი არაერთი სადამკვირვებლო მისია - NDI-ის პარალელურად, მალე ქვეყანაში ეუთო/ოდირის მისიაც ჩამოვა

არჩევნების ახალი ტექნოლოგიით, ელექტრონული წესით ჩატარება, ცვლილებები კოდექსში და საქართველოში ჩამოსული გრძელვადიანი არაერთი სადამკვირვებლო მისია - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელისუფლებო პარტიამ ყველა ღონისძიება გაატარა, რომ ოპოზიციის სპეკულაციების საშუალება არ ჰქონდეს.

ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტი სადამკვირვებლო მისიები იყო, დღეს პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვება საკმარისი არ არის. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ დამკვირვებლები არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. მათგან განსხვავებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატიული არჩევნების წინაპირობად ისევ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება დაასახელა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპონენტების მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნურია. უმრავლესობა ამბობს, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიის უკვე საქართველოში ყოფნა, ამის დასტურია. NDI-ის პარალელურად, მალე ქვეყანაში ეუთო/ოდირის მისიაც ჩამოვა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო დღეს სესიაზე პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვედრა უკვე ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილმა უცხოელ დამკვირვებლებს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა და მმართველი გუნდის გეგმები გააცნო.

NDI-მ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო.

დღის ამბები