25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"საქართველო უკვე დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას" - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველო უკვე დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას" - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, ის ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროგაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებები დაჩქარდეს.

"გაფართოების პოლიტიკა შეიძლება იყოს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა წევრი ქვეყანა მას საჯაროდ უჭერს მხარს, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ხელის მუხრუჭს იყენებს", - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

 

დღის ამბები