25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის დახურვის ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში სულ 7 სარეფორმო კანონი შემუშავდა, რაც მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ამ პროგრამასთან ერთად საქართველოს პარლამენტმა შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა ისე, რომ კერძო სექტორი ჩართულიყო აქტიურად, მათ შორის, წლის რესურსების მართვის კანონის პროექტზე, რომელიც კანონად იქცა, ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები