გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება.
როგორც ის წერს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მზადაა მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული პირების მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ".
კანონპროექტის ოფიციალური განხილვები ჯერ არ დაწყებულა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მზადაა მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული პირების მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი მოსაზრებები/შენიშვნები", - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.