25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
მეორე ფრონტის შესახებ რამდენიმე განცხადება გაკეთდა უკრაინელი სამთავრობო პირებისგან, ეს ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა უკრაინას ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ განცხადებებს უკავშირდებოდა.  მისი თქმით, მსგავსი განცხადება მეორე ფრონტის შესახებ, უკრაინელი სამთავრობო პირების მიერ გაკეთდა, რაც ძალიან სამწუხაროა. 

ამასთან, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია:

"სამწუხაროდ, მეორე ფრონტის შესახებ რამდენიმე განცხადება გაკეთდა უკრაინელი სამთავრობო პირებისგან. ეს განცხადებები ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა უკრაინას ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად, ასევე გვაქვს აღმოჩენილი ძლიერი ჰუმანიტარული დახმარება მათთვის. ჩვენ განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ. 

რაც შეეხება სანქციებს, ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია - არ ვაწესებთ სანქციებს და ამაზე ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით. პოზიცია ძალიან მტკიცეა და უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას შორის," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები