25 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"ვაფასებ მის პირად თავდადებასა და მისი გუნდის მხარდაჭერას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებაში" - ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა

ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

მოგვიანებით ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სოციალირ ქსელ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ  ჟოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

"ვაფასებ მის პირად თავდადებასა და მისი გუნდის მხარდაჭერას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებაში. ხაზი გავუსვი შავი ზღვის ტრანსფორმირების მნიშვნელობას, რათა შავი ზღვა იქცეს მშვიდობის, თანამშრომლობის და განვითარების ადგილად", - წერს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები