ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ, ევროკავშირის სახელით, განცხადებას აქვეყნებს.
ბორელი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების გეგმაზე მიუთითებს.
"დღეს საგარეო საქმეთა საბჭოზე ღრმა მწუხარებით მივუსამძიმრეთ მის მეუღლეს იულია ნავალნაიას, მათ შვილებს, ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მასთან ერთად მათი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობდა. რუსეთმა მისი უეცარი გარდაცვალების გარემოებების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას. ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ პასუხი აგოს; ასევე შემდგომ მაღალ ფასს გადაახდევინებს მათი ქმედებებისთვის, მათ შორის სანქციების მეშვეობით. ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ხალხი მთელ მსოფლიოში შეიკრიბა. რუსეთში ხელისუფლებამ რიგ ადგილებში ამის თავიდან აცილება სცადა და რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ", - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.