25 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 23 000 ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად - "წითელი ჯვარი"

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, 23 000 ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, - ვკითხულობთ "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ახალ ანგარიშში.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ცდილობს გაარკვიოს 23 000 ადამიანის ბედი, რომელთა ოჯახებმაც მათზე არაფერი იციან, ან იმის გამო, რომ ისინი დაატყვევეს და მოკლეს, ან იმის გამო, რომ, სახლებიდან გაქცევის შემდეგ, კონტაქტი დაიკარგა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

2024 წლის იანვრის მონაცემებით, "წითელი ჯვრისა" და "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებების თანამშრომლობით, უკრაინაში, რუსეთში და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, 8000 ოჯახს დაეხმარნენ, მიეღოთ ინფორმაცია დაკარგული ახლობლის შესახებ.

დღის ამბები