25 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
შესაძლოა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი ნავალნის სახელობის გახდეს - რა თემებზე იმსჯელეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმე მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხი იყო. რუსი ოპოზიციონერის ქვრივი მთელი დღის განმავლობაში ბრიუსელში სამძიმარს იღებდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, შესაძლოა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი ალექსეი ნავალნის სახელობის გახდეს.

სასანქციო რეჟიმის პარალელურად, დღეს ბრიუსელში კონკრეტულად რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც მსჯელობდნენ, თუმცა ახალი, მეცამეტე პაკეტის დამტკიცება უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა.

მინისტრთა საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. მინისტრებმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებისთვის, საჭიროა, კიევმა მეტი დახმარება მიიღოს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები შეშფოთებულები არიან ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით. მინისტრები აცხადებენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ღაზაში უდანაშაულო ადამიანების დასახმარებლად და დასაცავად.

დღევანდელ საბჭოზე ევროპელმა ლიდერებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, წითელ ზღვაში კრიზისის დასაძლევად. საერთაშორისო კომერციული გემების "ჰუსიტების" თავდასხმებისგან დასაცავად, ევროკავშირი წითელ ზღვაში ხომალდებს გაგზავნის. ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა "ჰუსიტებმა" წითელ ზღვაში თავდასხმები 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს არის ისრაელ-"ჰამასის" ომზე პასუხი. ჰუსიტების თავდასხმებმა სატვირთო გემებზე პროდუქციის ფასები გააორმაგა.

დღის ამბები