ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებას გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დაესწრნენ.
ტრენინგის ორგანიზატორებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინეს. მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ეროვნულ ჩემპიონატში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
"მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის კუთხით საქართველოში, რაც, ასევე, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ზოგადად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ახალი ინსტიტუტია და მისი პოპულარიზაცია და გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, საქართველოს პროკურატურა, პარტნიორებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე.