რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრები გრძელდება, თუმცა გარკვეული ჯგუფი უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციაზეც, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გრძელდება კომპენსაციების გაცემა - კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
ოფიციალური ცნობითვე, სამედიცინო პერსონალის ნაწილი უკვე მუშაობს ალტერნატიულ კერძო კლინიკებში და უწყებამ, ამ მიმართულებით, ათზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ - ღირსეული კომპენსაციით," - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.