25 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
როგორია მეათე საუკუნეში აგებული სახლის ისტორია, რომელიც დროთა განმავლობაში ნანგრევებად იქცა, 2000-იან წლებში კი ერთმა კოლექციონერმა მისი აღდგენა და მუზეუმად ქცევა გადაწყვიტა

საუკუნეების წინ ველისციხის ნაგებობების დიდი ნაწილი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბებითაც უკავშირდებოდა, რაც მტრისგან დასაცავად იყო საჭირო. სახლების უმრავლესობა საოცარ წარსულს ინახავს, მაგრამ სოფელში არის ერთი, ყველასგან გამორჩეული შენობა, რომელიც მე-16 საუკუნეში ჯანდიერებს ეკუთვნოდათ. კომუნისტების პერიოდში მარანი, რა თქმა უნდა, გაუქმდა. დღეს აქ კერძო მუზეუმია.

მუზეუმის შექმნის იდეა ველისციხის თეატრის დირექტორს, ნუნუ კარდენახიშვილს წლების წინ გაუჩნდა. მისი უბრალო გატაცება უკვე სერიოზულ საქმედ იქცა. სახლის ყველა სართული უნიკალური ნივთებით არის გაწყობილი. უძველესი მარნის სარდაფიც ზუსტად ისეა შემონახული, როგორც საუკუნეების წინ იყო. წლების წინ, ეს მარან-მუზეუმი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სტუმრებს იღებდა.

მეორე სართული რადიკალურად განსხვავდება პირველისგან. ძველი ნივთებისა და ვინტაჟური ავეჯის მოყვარულებს აქაურობა გულგრილს არ დატოვებს. კუზნეცოვის მიერ გაკეთებული ჩინური ფიგურა გახდა ამ მუზეუმის მთავარი სიმბოლო და როგორც თავად ნუნუ ამბობს - აქაურობის მცველიც.

მუზეუმში ინახება კიდევ ერთი უნიკალური ნივთი - სავარძელი მუზეუმის მფლობელს ყველაზე ძალიან უყვარს.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ კერძო მუზეუმში, სტუმრებისთვის კარიც ყოველთვის ღიაა.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები