25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"პუტინი, რომელიც კიდევ ერთი ვადით აპირებს პრეზიდენტობას, უკრაინაში შეტევას გააძლიერებს" - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მის მთავარ ოპონენტს ციხეში გარდაცვლილს პოულობენ

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ეტაპზე გაუქმებულია, რუსეთში კი პრეზიდენტს მარტში აირჩევენ.

სწორედ ამიტომ, ახლა განსაკუთრებული მოლოდინია, რომ გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინი, რომელიც კიდევ ერთი ვადით აპირებს პრეზიდენტობას, უკრაინასთან შეტევას გააძლიერებს და ფრონტის ხაზზე დაწინაურებას შეეცდება.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 17 მარტსაა ჩანიშნული, ზუსტად ერთი თვით ადრე კი, ვლადიმერ პუტინის მთავარ ოპონენტს ციხეში გარდაცვლილს პოულობენ. ალექსეი ნავალნიმ ბოლო სამი წელი საკანში, გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში გაატარა, ბოლოს კი როგორც ამბობენ, გარდაიცვალა.

პირველადი ვერსია თრომბია. ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეები გლოვობენ. მთავარი პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილი პრეზიდენტს კი არც შეუმჩნევია.

დღის ამბები