25 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ვინ არის მიხეილ დვალიძე და რას უყვებიან “კურიერი ps-ს” ათენიდან ქართველი ემიგრანტები

საავადმყოფოს მიმღებთან გადაღებულ ამ ფარულ კადრებში, რომელიც კურიერი პს -ს ექსკლუზიურად მიაწოდეს ჩანს, თუ როგორ ეჩხუბებიან ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს და საავადმყოფოს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.
დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ ვინმე მიხეილ დვალიძე ჩნდება, კაცი, რომელსაც ქართველი ემიგრანტები რეკეტში ადანაშაულებენ. დვალიძე ემიგრანტ ქალებს საქმის გარჩევას სხვა ტერიტორიაზე სთხოვს.

შიშის მიზეზი ხარკის გადაუხდელობაა, რომელსაც საავადმყოფოში პაციენტების მომვლელებად დასაქმებულ ქალებს მათივე ინფორმაციით, მიხეილ დვალიძე სთხოვს.

როგორც საბერძნეთში მყოფი ქართველები გვიყვებიან, დასაქმების სქემა ასე მუშაობს: ემიგრანტები საავადმყოფოს მიმღებთან პაციენტებს ელოდებიან, მათ საკონტაქტო ბარათებს აძლევენ და მომვლელები ხდებიან.

ემიგრანტი ქალები გვიყვებიან, რომ ქართველების ნაწილს, სამსახურის პოვნაში მიხეილ დვალიძე და მისი მეუღლე ლალი მანჯგალაძე, იგივე ანა ბეკერი ეხმარება და 12 საათში გამომუშავებული 70 ევროდან, 20-ის გადახდას სთხოვს. ნაწილი სამსახურს დამოუკიდებლად ეძებს, მუქარაც იმ ადამიანებზე ხორციელდება, რომლებმაც სამსახურის ძიება მისი შუამავლობის გარეშე გადაწყვიტეს.

დამოუკიდებლად სამსახურის მაძიებელ ქართველ ქალებზე მუქარა უკვე წლებია გრძელდება, თუმცა ხმის ამოღება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. ყველა ისტორია ერთმანეთის მსგავსი და მძიმეა. სამშობლოსგან შორს მყოფები ახლა მხოლოდ ერთს - მშვიდად მუშაობს ითოხვენ.

მიხეილ დვალიძესთან და მის მეუღლესთან დაკავშირება "კურიერმა" სცადა. ანა ბეკერმა ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა, თქვა რომ ქართველები მას და მის მეღლეს უკვე 10 თვეა , რაც ემუქრებიან. 

"კურიერი p.s-ს” დაუკავშირდნენ სხვა ქალებიც, რომლებიც საავადმყოფოსთან მუშაობენ, უარყოფენ ამ ბრალდებებს და ამბობენ, რომ ანა ბეკერი მათ ყოველთვის უსასუყიდლოდ ეხმარებოდა.

დღის ამბები