25 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
თანამედროვე არტისტის, არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილის, სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

"მერე რა რომ გადაგიარეს" - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც ათინათის კულტურის ცენტრის დარბაზშია წარმოდგენილი. კონტრასტულ, განზოგადებულ სივრცეებში დახატული ქალები სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან. ბუნებასა თუ აბსტრაქტულ სივრცეში ჩაკარგული პერსონაჟები,- ეს თანამედროვე მხატვრის, სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებია. მის შემოქმედებაში, ერთი შეხედვით, ქალის სახე მეორდება, თუმცა ყველა მისი ნახატი განსხვავებულ ემოციებს განსხვავებულ კონტექსტში გადმოგვცემს. თანამედროვე მხატვრის გამოფენა რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა.

თანამედროვე ფერმწერის ნამუშევრებს ინდივიდუალურობას წარწერებიც სძენს. გამოფენის ორგანიზატორებისთვის მხატვართან მუშაობა საინტერესო გამოცდილებაა, რადგან სოფო ჩერქეზიშვილის ნახატები საკმაოდ სენსიტიურ თემას ეხება.

ნახატები ჩერქეზიშვილმა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შექმნა. ათინათის კულტურის ცენტრში მხატვრის შემოქმედება რამდენიმე სერიადაა წარმოდგენილი.

თანამედროვე არტისტი ათინათის საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს უკვე რამდენიმე დღეა, თავად მასპინძლობს. ექსპოზიცია 15 მარტს დაიხურება.

ავტორი:ირაკლი კუპატაძე

დღის ამბები