25 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
თბილისში, 25 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს - მას გულმკერდის არეში7 ტყვია ესროლეს

თბილისში 25 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა.

მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები