საქართველო ლევან თედიაშვილს ემშვიდობება - ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ქართველი ფალავანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სპორტსმენის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა და დეპუტატებმა.
ლევან თედიაშვილი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. მას მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენიც.