25 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნეითანს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

„აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ფინანსურ სექტორს შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დღის ამბები