25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს და შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული და გაკეთებული განცხადებები შემდგომ დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმავე თამაშს თამაშობს, რასაც მიხეილ სააკაშვილი.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში“.- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

დღის ამბები