25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციას, რომელიც არჩევნების დღესთან დაკავშირებით იყო - ნინო წილოსანი

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ცვლილებები ცესკოს სრულყოფილად ფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს.

"ვერ ვახერხებთ რომ ავირჩიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. არ ვიცი, ეს ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, ანუ ვის აქვს სურვილი, რომ ასეთი ჩიხები იქმნებოდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს ნამდვილად არ გახლავთ ხელისუფლება. ჩიხიდან გამოსავლის მოსაძიებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა. კვლავ სამართლიანად სრულფასოვნად შეეძლოს ფუნქციონირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციას.

"შეგვიძლია სხვადასხვა ეტაპები დეტალურად განვიხილოთ რა შეიცვალა, მათ შორის, ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ცვლილება, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციას რომელიც არჩევნების დღესთან დაკავშირებით იყო. გავაკეთებთ ყველანაირ ცვლილებას, რომელიც ჩვენი სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ეს რეკომენდაციები ვერ და არ უნდა იყოს პოლიტიკური ხასიათის იმიტომ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი და კონკრეტულად ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ქართული საზოგადოება ამძლევს ამის ლეგიტიმაციას", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები