25 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ის საპარლამენტო გამოსვლის დროსაც ამაზე საუბრობდა, რომ ერთპარტიულ მმართველობას შესაძლოა სჯობდეს კოალიციური მართვა - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კოალიციურმა მართვამ შესაძლოა კორუფცია შეამციროს.

"ის საპარლამენტო გამოსვლისას ამაზე საუბრობდა, რომ ერთპარტიულ მმართველობას შესაძლოა სჯობდეს კოალიციური მართვა. რატომ არის ეს განხილვის საგანი ვერ ვხვდები. კოალიციურმა მართვამ შესაძლოა კორუფციაც შეამციროს"- აცხადებს აქუბარდია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში პოლარიზაციის დასასრულებლად, კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას ,- ამის შესახებ ზურაბიშვილმა "ევროაქტივთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

"თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული."- ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ოპოზიცია მის პოზიციას იზიარებს.

დღის ამბები