25 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ჩვენი კოლექტიური ძალის გამო, ეს ომი პუტინისთვის სრული მარცხი იყო, შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია, ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება - კამალა ჰარისი

ვოლოდიმერ ზელენსკის მიუნხენში ვიზიტი უკრაინის დახმარებას ეხება.ზელენსკიმ მოლაპარაკეებები ჯერ წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციასთან , შემდეგ კი შეერტებული შტატების ვიცე პრეზიდენტთან გამართა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთთან ომში „რამდენი ხანიც სჭირდება“ და მოუწოდებს რუსეთს, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ზიანის ანაზღაურებისკენ.

"ჩვენი კოლექტიური ძალის გამო, ეს ომი პუტინისთვის სრული მარცხი იყო. შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია, ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. ისტორია გვიჩვენებს, თუ პუტინის მსგავს აგრესორს მივცემთ უფლებას, დაუსჯელად დაიპყროს მიწა, ისინი განაგრძობენ ამის კეთებას. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი აუნაზღაურებს უკრაინას ზარალს და გვინდა, საბოლოოდ ვიხილოთ, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ერი"- აცხადებს ამალა ჰარისი.

 

დღის ამბები