გერმანია, ბერლინი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი - მოვლენათა ეპიცენტრშია საქართველოც. მეორე დღეა, დელეგაციის წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა კინომწარმოებლებთან, პროდიუსერებთან და რეჟისორებთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ.
74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპული კინოს ბაზრობა ეწყობა, სადაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ეროვნული სტენდით მონაწილეობს.
ფესტივალი 25 თებერვლამდე გაგრძელდება.