25 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
მარტო აღიარება არ უშველის, ჩვენებები უნდა მისცეს და სხვებთან ერთად მოიხადოს სასჯელი - სუბარი გვარამიაზე

"ის უბრალოდ გამხმოვანებელი კი არ იყო ხელისუფლების პოზიციის, არამედ შემოქმედი იყო იმ ბოროტებების, დანაშაულების, რომელსაც მაშინ ჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება,"- ეს განცხადება "ხალხის ძალის" ლიდერმა, სოზარ სუბარმა ნიკა გვარამიას მისამართით გააკეთა, რომელმაც აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეცდომებს უშვებდა.

მისივე შეფასებით, ვიდრე ნიკა გვარამია საკუთარი ქმედებებისთვის სამართლებრივად არ აგებს პასუხს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

"ის უბრალოდ გამხმოვანებელი კი არ იყო ხელისუფლების პოზიციის, არამედ შემოქმედი იყო იმ ბოროტებების, დანაშაულების, რომელსაც მაშინ ჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება. მარტო აღიარება არ უშველის, მან უნდა მოინანიოს კიდეც, რომ საზოგადოებისთვის თვალის გასწორების უფლება ჰქონდეს.

მან ჩვენებები უნდა მისცეს ამ ყველაფერზე სასამართლოს და, სხვებთან ერთად, მანაც მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას ეკუთვნის. სანამ ამ ყველაფერს არ იზამს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, რადგან არის ისეთივე კრიმინალი, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალია, სააკაშვილი და სხვები,"- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები