25 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
პარლამენტში შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს სისხლისღვრას, ნგრევასა და ეკონომიკურ კოლაფსს - შალვა პაპუაშვილი "ლელოსა" და "ნაცმოძრაობაზე"

"ლელოს", როგორც "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელ ნაწილს, არათუ ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის განზრახვები აქვს, არამედ აპირებს, პირდაპირ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ლელოს" მოთხოვნების შესრულება რუსეთთან ომს გამოიწვევს.

"ეს არა მხოლოდ სიტყვით აქვთ ნათქვამი, პარლამენტში შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცხელ ომს რუსეთთან. შესაბამისად, გამოიწვევს სისხლისღვრას, ნგრევასა და ეკონომიკურ კოლაფსს - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით. მათი წინასაარჩევნო დაპირებაც ეს არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები