25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს - შალვა პაპუაშვილი

დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მიუხედავად მისი დიდი სპორტული მიღწევებისა, ლევან თედიაშვილმა გიორგი შენგელაიას კინოშედევრში “ხარება და გოგია”, შექმნა დაუვიწყარი ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა.

"ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალი მოიგო, არამედ გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომლის მიმართ თაობებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ. მან, ასევე, დაუვიწყარი როლი შექმნა გიორგი შენგელაიას კინო-შედევრში “ხარება და გოგია”, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. მან შექმნა ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა.

ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებასა და მთლიანად საქართველოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები