ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე დასავლელი ლიდერების რეაქცია „ისტერიული“ იყო.
მანამდე, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთი დაადანაშაულა.