25 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
გაერო აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს

გაერო აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჟენევაში გავრცელებულ განცხადებაში გაერო-ს ოფისმა განაცხადა, რომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნავალნის დაპატიმრების შესახებ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა საჯაროდ მოითხოვა მისი გათავისუფლება გასულ ზაფხულს და თქვა, რომ მისი ხანგრძლივი სასჯელის ვადა მიუთითებს, რომ რუსეთი სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, არსებობს ვარაუდი, რომ სახელმწიფოა ამაზე პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში.

დღის ამბები